„დასავლეთის ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ გაამართლონ უკრაინის ტერორისტული ქმედებები კურსკის მიმართულებით“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო ელჩმა როდიონ მიროშნიკმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ტერორისტული აქტის აშკარა ფაქტი, უკრაინამ მოაწყო და განახორციელა დასავლური სახელმწიფოების დახმარებითა და მხარდაჭერით. დასავლეთში ყველანაირად ცდილობენ გაამართლონ და თქვან, რომ უკრაინას შეუძლია ჩაიდინოს ნებისმიერი ქმედება, თუ ის სავარაუდოდ მის დაცვას ისახავს მიზნად“, – აცხადებს მიროშნიკი.
ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში შევიდნენ.
უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.