საქართველო -ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ გაიყიდება

7 სექტემბრის საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.

ინფორმაციას „ჯვაროსნების“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება“, – აღნიშნულია განცხადებაში.