ამერიკული კინოკომპანია Warner Brothers Entertaiment-ი რუსეთის ბაზარზე ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს თავისი ლოგოტიპის რუსეთში რეგისტრაციისთვის.
თუ რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება, კინოკომპანიას რუსეთში ფილმების გადაღების, კინოთეატრებში ჩვენების, ინტერნეტში ტრანსლირების, კომპიუტერული თამაშების შექმნის, სათამაშოების, ტანსაცმლის, სპორტული ნივთების, ჭურჭლის გაყიდვის უფლება მიენიჭება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში Warner Brothers Entertaiment-მა უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთში საკუთარი საქმიანობა შეაჩერა.