ზელენსკი: უკრაინა განიხილავს კურსკის ოლქში დაკავებულ ტერიტორიებზე სამხედრო კომენდატურების შექმნას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო შეხვედრაზე კურსკის რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო კომენდატურის შექმნის საკითხი განიხილა.

შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მკაცრად ასრულებს საერთაშორისო კონვენციებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს.

„უკრაინა ახორციელებს თავდაცვის უფლებას და იცავს ქვეყნის სასაზღვრო თემებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ახორციელებს აქტიურ ოპერაციებს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები მკაცრად იცავენ საერთაშორისო კონვენციებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.