ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, ზღვისპირა ქალაქი, ნეა მაკრი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას independent-ი ავრცელებს. ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზებისთვის 700 მეხანძრე მაშველი მუშაობს.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქარიშხალი საათში 60-70 კილომეტრს მიაღწევს, რაც საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს.
საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამო გარდაცვლილია ერთი ადამიანი, დაშავებულია ათობით ადამიანი.
Reuters – კატასტროფული ტყის ხანძრის შედეგების ფოტოებს ავრცელებს.