აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან ფრონტზე შექმნილი ვითარება განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან თავის უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმეროვთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც უკრაინაში ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარება განიხილა.

J

“დღეს მე ჩემს უკრაინელ კოლეგას რუსტემ უმეროვს ვესაუბრე და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები და უსაფრთხოების სფეროში გასაწევი დახმარება განვიხილე”, – დაწერა მან.

ოსტინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ კვლავ რჩება უკრაინის ერთგული რუსული აგრესიისგან თავის დაცვის საკითხში. უმეროვმა კი ოსტინს გააცნო ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დინამიკა, ასევე, რა გავლენა აქვს რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე.