ბელგოროდის რაიონში ფედერალური საგანგებო რეჟიმი შემოიღეს

ბელგოროდის რაიონში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, – ამის შესახებ TASS-ს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კურენკოვმა განუცხადა.

როგორც კურენკოვმა განაცხადა, რეგიონში ვითარება კვლავ მძიმე და დაძაბულია. ბელგოროდის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

„გთავაზობთ, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობა მივიჩნიოთ ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობად და მასზე რეაგირების ფედერალური დონე შემოვიღოთ“, – განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა.