ბერლინში ლტოლვილთა ცენტრში თავდასხმა მოხდა – დაჭრილია 7 ადამიანი

ბერლინში ლტოლვილთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით,  თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი პოლიციამ დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, 21 წლის კაცმა დანით ჭრილობა 7 ადამიანს მიაყენა.  წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ცნობილია, თავდასხმაში ბრალდებული ალჟირის მოქალაქეა.

თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ლტოლვილთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულს დეპორტაცია ემუქრება.