კურსკის ოლქში დაახლოებით 12 000 უკრაინელი სამხედრო შევიდა – რუსეთის შეიარაღებულ ძალები

კურსკის ოლქში დაახლოებით 12 000 უკრაინელი სამხედრო შევიდა. მათ შორის ბევრი დაქირავებული იყო, – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, „ახმატის“ სპეცდანიშნულების მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შემოსულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 12 ათასი ჯარისკაცია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ზოგიერთი ბატალიონისა და ბრიგადის დარჩენილი ნაწილები, რომლებიც გადანაწილებულები იყვნენ ფრონტის ხაზზე“, – აღნიშნა აპტი ალაუდინოვმა.

ალაუდინოვმა აღნიშნა, რომ დაქირავებულთა უმეტესობა განადგურდა.