ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთს სურს, რუსებმა და უკრაინელებმა ერთმანეთი გაანადგურონ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა და ომს „პატარა ჩხუბი“ უწოდა. ამის შესახებ მან Rossiya-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, დასავლეთისთვის ომი, სავარაუდოდ, მოგებიანია.

მანვე თქვა, რომ „დასავლეთს რატომღაც სურს რუსებმა და უკრაინელებმა ერთმანეთი გაანადგურონ“.

„მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა არც უკრაინელ ხალხს, არც რუსებს და არც ბელორუსებს ეს არ სჭირდებათ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს ბრალდებები უკრაინას 👇

10 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დაარღვიეს ქვეყნის საჰაერო სივრცე.