როგორ უნდა აიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა და სად იმოქმედებს დოკუმენტი?

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.

საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.

როგორ უნდა აიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა და სად იმოქმედებს დოკუმენტი?

ამ დოკუმენტით თავისუფლად შეძლებთ გადაადგილებას ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: აშშ, ირლანდია, იაპონია, კანადა, არგენტინა და სხვა. ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

„მომსახურების სააგენტო, ასევე, გასცემს ვენის კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო მართვის მოწმობებს. მას დაემატა ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული მართვის მოწმობები, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ აღნიშნული მართვის მოწმობით ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: აშშ, კანადა, ირლანდია, იაპონია და.ა.შ.

აუცილებელია, საქართველოს მოქალაქემ წარმოადგინოს – ეროვნული მართვის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა“, – აცხადებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ კიკნაძე.

ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.