რუსეთის საოკუპაციო ჯარები დონბასში დაწინაურდნენ, – ამის შესახებ უკრაინული მედია DeepState-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტმა დონეცკის ოლქის ჟელანი და ორლივკა დაიკავა.
„მოწინააღმდეგემ დაიპყრო ჟელანა, ორლივკა, ასევე დაწინაურდა ნიუ-იორკში, ნიკოლაევში, ჟურავკასა და კრასნოგორივკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ დღის დასაწყისიდან, ფრონტის ხაზზე 153 საბრძოლო შეტაკება მოხდა.