უკრაინამ კურსკის ოლქში შეჭრით პუტინი დაამცირა – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

უკრაინული ძალების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრა კრემლის მმართველის, ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა. ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კაშიუნასმა განაცხადა.

„ე.წ. თავდაცვითი ხაზები, როგორც ჩანს, არც კი იყო დაგეგმილი ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ახლა მათ (უკრაინელებმა) დაიკავეს იმდენი ტერიტორია, რამდენის აღებაც შარშან კონტრშეტევისას შეძლეს“, – აღნიშნა მან.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის აზრით, კურსკის ოლქში ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო უკრაინელების ზნეობის ამაღლება მოსკოვთან შესაძლო „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ ფონზე.

„უკრაინელებმა გადაწყვიტეს საინტერესო თამაში, ისინი აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს და თუ მოახერხებენ კონტროლის შენარჩუნებას ამ ტერიტორიაზე, ან გარკვეული ტერიტორიის ცენტრებზე, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მათი მოლაპარაკების ძალას“, – თქვა ლაურინას კაშიუნასმა.