“არც META ვიცი, არ ვიცი რუსული ის რას ნიშნავს…”ოცნებას” არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის სასარგებლოდ” | ვოლსკი

“ეხლა იქ რაღაცა, არც მეტა ვიცი ორგანიზაცია… არ ვიცი ჯერ რუსული ის რას ნიშნავს, მერე ვინ ავრცელებდა. თემას არ ვიცნობ…თითქოს რაღაც რუსულ ბოტები, თუ ტროლები არის გამოყენებული ამ შემთხვევაში. დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ეს არის ჩამოყალიბებული, მიზანმიმართული პროპაგანდა, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს სიმართლესთან…


2012 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ნაბიჯი ქართულ ოცნებას არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ…
თუ დასაბლოკია რომელიმე გვერდი, უნდა დაბლოკო, სამართლიანად თუ დაბლოკავ. ჯერ ვინმეს დაარქვა რუსული და შემდეგ დაბლოკო, ეს არ არის სამართლიანი”

ამბობს “ოცნების” დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “მეტას” მიერ, ათეულობით ანგარიშის დაბლოკვაზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან იმართებოდა და “ქართული ოცნების” პროპაგანდაში იყო ჩართული.