დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ცხედარი გაქრა – უცხოური მედია

აშშ-ის ექსპრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის თომას მეთიუ კრუქსის ცხედარი გაქრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„დეილიმეილის“ ცნობით, კრუქსის ცხედრის გაქრობის შესახებ „რესპუბლიკელმა“ კლეი ჰიგინსმა განაცხადა.

ჰიგინსის განცხადებით, არავის ჰქონია ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ კრუქსის ცხედარი თავის ოჯახს გადასცეს.

ჰიგინსი სვამს კითხვას, თუ რატომ გადასცა კრუქსის ცხედარი FBI-მ ოჯახს ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე.

„FBI-ს ეს ქმედება ნებისმიერ გონიერ ადამიანს შეუძლია აღწეროს, როგორც ხელის შეშლა გამოძიების პროცესში“, – აცხადებს ჰიგინსი.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან მართავდა შეხვედრას, რა დროსაც, სროლა ატყდა. შედეგად, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​კი მძიმედ დაშავდა.

მალევე ცნობილი გახდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც ხალხის მიმართულებით გაისროლა, გაანეიტრალეს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ყურზე მიიღო ზედაპირული დაზიანება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებია.