გლდანში, სავაჭრო ცენტრის სახურავზე ხანძარი ლოკალიზებულია

გლდანში, სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავზე ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ასევე, მიღებული ზარალის ოდენობა.