აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა და მისი ოჯახი მიიღო.
ყოფილი პოლიტპატიმარი ვლადიმერ კარა-მურზა 1-ელ აგვისტოს, პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.
ის რუსეთში ქვეყნის ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
Amnesty International-მა კარა-მურზა სინდისის, “მემორიალმა” კი პოლიტიკურ პატიმარად აღიარა.
რუსეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეობის გარდა, კარა-მურზას აქვს ამერიკის მწვანე ბარათი.