რუსეთის დუმა: “„იმალებიან რა  მარიონეტული კიევის რეჟიმის უკან, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე თავდასხმისთვის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, რეალურად, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარამდე მიიყვანეს”

რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. დუმის დეპუტატმა, უშიშროების კომიტეტის წევრმა, მიხაილ შერემეტმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე თავდასხმისთვის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, რეალურად, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარამდე მიიყვანეს.

„მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, – განაცხადა შერემეტმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინას, ფაქტობრივად, რუსეთზე თავდასხმის უფლება მისცეს, თვითონ კი „იმალებოდნენ მარიონეტული კიევის რეჟიმის უკან“.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ. მისივე თქმით, 6 აგვისტოდან უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 1 150 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებენ.