რუსეთის რეაქცია კურსკში მიმდინარე მოვლენებზე ნელი და დაბნეულია – ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი

რუსეთის რეაქცია კურსკში მიმდინარე მოვლენებზე ნელი და დაბნეულია, – ამის შესახებ ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ასეთი რეაქცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

„რუსეთი ჯერ კიდევ ამზადებს პასუხს უკრაინის შეჭრაზე. ჯერჯერობით ეს მხოლოდ საკმაოდ ნელი და დაბნეული რეაქცია იყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთი ვერ ადგენს, ვის აქვს უფლებამოსილება. თავდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი სამხედრო ოპერაციებზე უკრაინის შიგნით, მაგრამ არა რუსეთის შიგნით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მეორეც, რუსეთს არ ჰყავს თავისუფალი ძალები, რომლის გადასროლაც იქ შეუძლია. უკრაინაში მყოფი რუსული სახმელეთო ძალების ჩართულობის და წილის დონე ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნატოს გენერალმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ კურსკის ოლქში უამრავი საჰაერო ძალები გადაიყვანა, მაგრამ უცნობია რამდენი სახმელეთო ჯარი ჩაერთვება.