უკრაინა კურსკის ოლქში აშშ-ს ამერიკული რაკეტების გამოყენების ნებართვას სთხოვს – CNN

უკრაინა კურსკის ოლქში აშშ-ს ამერიკული რაკეტების გამოყენების ნებართვას სთხოვს. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები კიევს ურჩევენ, ეს რაკეტები, კურსკის ნაცვლად, ანექსირებულ ყირიმზე დარტყმებისას გამოიყენონ.

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინას ამერიკული რაკეტები შეზღუდული რაოდენობით აქვს და სწორედ ეს არის მათ გამოყენებაზე შეზღუდვის მიზეზი და არა ის, რომ ვაშინგტონი ვითარების ესკალაციას ერიდება.