ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმა დასავლეთის მონაწილეობით იყო დაგეგმილი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმა დასავლეთის მონაწილეობით იყო დაგეგმილი.

„კურსკის რეგიონში ოპერაცია ნატო-სა და დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით დაიგეგმა“,- განაცხადა პატრუშევმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ოპერაცია „კიევის რეჟიმის გარდაუვალი კოლაფსის მოახლოებით იყო განპირობებული“.