ზედიზედ 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა – მოსახლეობას აფრთხილებენ: მეწყრის საშიშროებაა

ტაივანში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ Reuters იტყობინება.

მედიის ცნობით, 15 აგვისტოს საღამოს ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დღეს კი, 16 აგვისტოს, კუნძულის აღმოსავლეთით 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიშიც იგრძნობოდა. ხელისუფლების განცხადებით, მეტრო აგრძელებს მუშაობას, მაგრამ უფრო დაბალი სიჩქარით.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მთიან რაიონებში მეწყრის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.