NED უკვე დიდი ხანია, შემოჭრილია ევროპაში. ის ახალისებს ტრანსატლანტიზმს ევროკავშირის ინსტიტუტებში, იმავდროულად, თრგუნავს სტრატეგიული ავტონომიის ხმას და აფინანსებს ევროპაში „დამოუკიდებელ მედიას“ აშშ-ს სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის გადახრის მიზნით, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
NED-ს საქმიანობის შესახებ სამინისტროს ანგარიშში მიმოხილულია „სამიზნე ქვეყნებში პროამერიკული ძალების კულტივირება“.
„2021 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, NED-ი მხარს უჭერდა პროამერიკულ მედიასაშუალებებს, ამუშავებდა „დემოკრატიის აქტივისტებს“ და აფინანსებდა ჯგუფებს „დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის“ არაბულ ქვეყნებში.
2021 წლის მაისში NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთში არსებული აკრძალვისა, NED-მა რუსეთში დააფინანსა ბევრი ორგანიზაციის საქმიანობა და მხარი დაუჭირა დევნილობაში მყოფ რუს ოპოზიციონერებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ეტაპეპზე, როგორიც იყო სახელმწიფო სათათბიროს, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები.Ⅲ
NED უკვე დიდი ხანია, შემოჭრილია ევროპაში. ის ახალისებს ტრანსატლანტიზმს ევროკავშირის ინსტიტუტებში, იმავდროულად, თრგუნავს სტრატეგიული ავტონომიის ხმას და აფინანსებს ევროპაში „დამოუკიდებელ მედიას“ აშშ-ს სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის გადახრის მიზნით.
აირჩია რა მექსიკა, როგორც მთავარი სამიზნე ქვეყანა, NED-მა მხარი დაუჭირა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა მექსიკელები კორუფციისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ (MCCI) და მექსიკური კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტი (IMCO) და აფერხებდა მექსიკაში ენერგეტიკულ რეფორმას. 2021 წელს მექსიკის მთავრობამ გაუგზავნა ნოტა აშშ-ს მთავრობას, რომელშიც დაგმო NED-ის მიერ მექსიკაში ანტისამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, როგორც „ინტერვენციონიზმის აქტი“ და „გადატრიალების ხელშეწყობა“.
2017 წლიდან NED-მა დააფინანსა კუბის მოწინააღმდეგე 54 ორგანიზაცია. 2018 წელს კუბის დემოკრატიულმა დირექტორატმა (ანტისამთავრობო ორგანიზაციამ) განაცხადა, რომ მიიღო „დემოკრატიული სახსრები“ აშშ-დან და გადაუხადა 48,000 აშშ დოლარი კუბაში მყოფ თავის თანამშრომლებს, აგენტებსა და კონტრაქტორებს.
წლების განმავლობაში NED-ი აფინანსებდა მეცნიერებსა და ჟურნალისტებს ირანში „დემოკრატიული რეფორმების“ ხელშეწყობისა და ირანის წინააღმდეგ კულტურული ინფილტრაციის განსახორციელებლად“, – აღნიშნულია ანგარიშში.