ლიბანში საცხოვრებელ კორპუსზე ისრაელის თავდასხმას სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა ლიბანში, ქალაქ ნაბათიეში საცხოვრებელ კორპუსზე ისრაელის თავდასხმის შედეგად. როგორც „ალ ჯაზირა“ იუწყება, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია დღეს დილით დაადასტურა.

ამავე უწყების ცნობით, სამი ადამიანი მძიმედაა დაჭრილი.

ლიბანის მედია 8 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა, როგორც „ალ ჯაზირა“ იუწყება, ამ მონაცემის გადამოწმება ვერ ხერხდება. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელის არმიას შეტევის შესახებ ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.