უკრაინამ კურსკის ოლქში მდებარე ხიდი დასავლური რაკეტებით დაბომბა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„პირველად, კურსკის ოლქს ცეცხლი დასავლური წარმოების სარაკეტო გამშვები დანადგარების, სავარაუდოდ, ამერიკული HIMARS-ებით გაუხსნეს“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, მოხალისეები დაიღუპნენ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ.
„თავდასხმის შედეგად, გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმის ხიდი მთლიანად განადგურდა და მოხალისეები, რომლებიც ევაკუირებულ მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებოდნენ, დაიღუპნენ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, კურსკის ოლქში, მდინარე სეიმის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორის მრჩეველმა, რომან ალეხინმა გუშინ გაავრცელა.