საფრანგეთში საბრძოლო თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა სამხრეთ საფრანგეთში, ლავანდუში საჰაერო შოუს დროს განიცადა.
„პილოტის ცხედარი ნაპოვნია“, – განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
საჰაერო შოუ მეორე მსოფლიო ომის დროს პროვანსში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლისთავის აღნიშვნის ნაწილი იყო.