“თბილისში მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ სოსოს ეპილეფსია განუვითარდა… მხსნელი 16 წლის გოგონა იყო, რომელიც დღეს მისი ცოლია” – მედია პავლიაშვილის შესახებ უცნობ ფაქტებზე წერს

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლია. რუს­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა მას არა­ერ­თი მეტ­სა­ხე­ლი მო­უ­ფიქ­რეს, რო­გო­რე­ბი­ცაა: “აღ­მო­სავ­ლუ­რი მუ­სი­კის მეფე”, “მთე­ბის რა­ინ­დი”. ის არას­დროს მა­ლავ­და, რომ ბევ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თმა მო­ა­ხერ­ხა მისი გუ­ლის სა­მუ­და­მოდ მო­გე­ბა – ეს ირი­ნა პატ­ლა­ხია, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ის მის­თვის სა­ი­მე­დო მხარ­და­ჭე­რი და მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გახ­და, ყვე­ლა­ზე რთულ დრო­საც კი მის სი­ახ­ლო­ვეს რჩე­ბო­და. 2024 წლის 29 ივ­ნისს პავ­ლი­აშ­ვილს 60 წელი შე­უს­რულ­და და მან უკვე შე­ად­გი­ნა ან­დერ­ძი.

მე­ვი­ო­ლი­ნე­დან ვო­კა­ლის შემ­სრუ­ლებ­ლად

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი 1964 წლის 29 ივ­ნისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ექ­ვსი წლის ასაკ­ში ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვრის შეს­წავ­ლა და სწრა­ფად მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას. ის თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებ­თან სწავ­ლობ­და. გა­მოც­დებ­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო და გახ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ჯარ­ში წა­ვი­და, სა­დაც ესტრა­დით და­ინ­ტე­რეს­და. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ვი­ო­ლი­ნო დადო და სიმ­ღე­რა და­ი­წყო. გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი მის კა­რი­ე­რა­ში 1988 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზე გახ­და, სა­დაც ქა­ლაქ კალ­გა­რი­ში, სცე­ნა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა „სუ­ლი­კო“ შე­ას­რუ­ლა, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცია გა­მო­იწ­ვია 50 000-იან აუ­დი­ტო­რი­ა­ში. მის ავ­ტოგ­რა­ფის­თვის ასო­ბით ადა­მი­ა­ნი რიგ­ში იდგა.

1989 წელს პავ­ლი­აშ­ვილ­მა იურ­მა­ლა­ში, „ახალ ტალ­ღა­ზე“ გრან პრი მო­ი­გო. ამის შემ­დეგ კი ხელი მო­ა­წე­რა რამ­დე­ნი­მე კონ­ტრაქტს და და­ი­წყო გას­ტრო­ლე­ბი დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­წე­რა სოლო კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, 1993 წელს კი გა­მო­უშ­ვა პირ­ვე­ლი სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მი, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს პავ­ლი­აშ­ვი­ლი სულ უფრო ხში­რად გა­მო­დი­ო­და რუ­სეთ­ში და სა­ბო­ლო­ოდ მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

სოსო პავ­ლი­აშ­ვილს მე­ქალ­თა­ნე­ო­ბი­სა და გულ­თამ­პყრო­ბე­ლის რე­პუ­ტა­ცია აქვს, ერთხელ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ათა­სამ­დე ქალი ჰყავ­და. ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი ცოლი ნინო უჩა­ნე­იშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­იც­ნო. ნი­ნომ მო­მა­ვა­ლი ქმა­რი სი­კე­თით, ემო­ცი­უ­რო­ბით, ინ­ტე­ლექ­ტი­თა და იუ­მო­რის გრძნო­ბით გა­ა­ო­ცა. ჯარ­ში ყოფ­ნი­სას ისი­ნი ერ­თმა­ნეთს წე­რი­ლებს წერ­დნენ, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი და­ქორ­წინ­დნენ. 1987 წელს წყვილს ვაჟი ლე­ვა­ნი შე­ე­ძი­ნათ.

მათი ბედ­ნი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა კონ­ფლიქ­ტებ­მა შე­არ­ყია, შემ­დეგ პავ­ლი­აშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა, ნინო კი სამ­შობ­ლო­ში დარ­ჩა ავად­მყო­ფი დე­დის მო­სავ­ლე­ლად. მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ­მა მომ­ღე­რალ­მა მე­უღ­ლის მო­ტყუ­ე­ბა და­ი­წყო, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან ნა­ნობ­და იმ ტკი­ვილს, რაც ქალს მი­ა­ყე­ნა. 90-იან წლებ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი ირი­ნა პო­ნა­როვ­სკა­ი­ას შეხ­ვდა, რო­მელ­თა­ნაც რამ­დე­ნი­მე დუ­ე­ტი ჩა­წე­რა. მარ­თა­ლია, სოსო მომ­ღე­რალ­თან რო­მანს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ადას­ტუ­რებ­და, მაგ­რამ მის მი­მართ სიყ­ვა­რულს არ მა­ლავ­და.

რო­დე­საც ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვილს 15 წელი შე­უს­რულ­და, მშობ­ლებ­მა და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. მათ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ ვერ გა­უძ­ლო დის­ტან­ცი­ას. პავ­ლი­აშ­ვილ­მა შვი­ლი მოს­კოვ­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ბიჭ­მა სუ­ვო­რო­ვის სამ­ხედ­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ლე­ვანს სიმ­ღე­რა სურ­და, მაგ­რამ სოსო თა­ვი­დან კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. დღეს ის სცე­ნა­ზე მა­მას­თან ერ­თად გა­მო­დის და წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს მე­ნე­ჯე­რად მა­მა­მი­სის კუთ­ვნილ რეს­ტო­რან­ში.

მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი, რო­მელ­მაც ის ეპი­ლეფ­სი­ის­გან გან­კურ­ნა

პავ­ლი­აშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ამ ქვეყ­ნად შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. 1996 წელს თბი­ლის­ში სა­ში­ნელ ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. მისი მე­გო­ბა­რი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ჭეს­თან იჯდა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სო­სომ თავი და­არ­ტყა, გო­ნე­ბა და­კარ­გა და როცა გონს რომ მო­ვი­და, გა­ი­გო: “სოსო მოკ­ლეს“.

ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ჭრი­ლო­ბე­ბი გა­უ­კე­რეს, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მომ­ღე­რალ­მა მძი­მე ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ პოსტტრავ­მუ­ლი ეპი­ლეფ­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ყო­ველ ღამე ეწყე­ბო­და კრუნ­ჩხვე­ბი და მე­ო­რე დი­ლით მომ­ხდარს ვერ იხ­სე­ნებ­და.

მა­შინ პავ­ლი­აშ­ვი­ლი კონ­ცერ­ტებ­ზე ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­მო­დი­ო­და. მე­გობ­რე­ბის­გან ბინა იქი­რა­ვა და ხში­რად მარ­ტო რჩე­ბო­და, ოჯა­ხის­გან, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან შორს. მას ეგო­ნა, რომ კვდე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექი­მებ­მა ტრე­პა­ნა­ცია შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ სო­სომ ოპე­რა­ცი­ა­ზე უარი თქვა.

მისი თქმით, ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში მისი პი­რა­დი „მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი“, ირი­ნა პატ­ლა­ხი და­ეხ­მა­რა. სოსო მას ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში შეხ­ვდა, სა­დაც სა­მუ­შა­ოდ მი­ვი­და. იმ დროს გო­გო­ნა 16 წლის იყო და ასა­კობ­რივ­მა სხვა­ო­ბამ თა­ვი­დან მომ­ღე­რა­ლი და­აბ­ნია. ის დიდ­ხანს ვერ ბე­დავ­და ირი­ნას მი­მართ გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვას. მათი პლა­ტო­ნუ­რი რო­მა­ნი ირი­ნას ზრდას­რულ ასა­კამ­დე გაგ­რძელ­და, რის შემ­დე­გაც სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო.

სო­სოს სჯე­რა, რომ ირი­ნა ღმერ­თმა გა­მო­უგ­ზავ­ნა. ქალ­მა 2004 წელს ლიზა გა­ა­ჩი­ნა და მომ­ღერ­ლის შე­ტე­ვე­ბი დას­რულ­და. ის მუდ­მი­ვად მად­ლო­ბას უხ­დის საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს იმ უზარ­მა­ზა­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მე­ლიც მან გა­უ­წია. 2008 წელს მომ­ღერ­ლის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი სან­დრა შე­ე­ძი­ნა.

სოსო და ირი­ნა 17 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში, 2014 წელს კი მომ­ღე­რალ­მა მას სცე­ნი­დან და­ქორ­წი­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ 2020 წლის ბო­ლოს იქორ­წი­ნეს.

ან­დერ­ძი 60 წლის იუ­ბი­ლე­ზე

ცნო­ბილ­მა მუ­სი­კოს­მა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მან შე­ად­გი­ნა ან­დერ­ძი, სა­დაც თა­ვი­სი ქო­ნე­ბა ნა­თე­სა­ვებს და­უ­რი­გა. ან­დერ­ძის შე­სა­ხებ ეს ინ­ფორ­მა­ცია მან მის 60 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ გა­და­ცე­მა­ში გა­ამ­ხი­ლა.

გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას ირი­ნა პატ­ლახ­მა თქვა, რომ ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი მი­ი­ღებს თა­ვის წილს: ის, ბავ­შვე­ბი და უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი. ამ­რი­გად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პატ­ლა­ხი არ გრძნობს რა­ი­მე დის­კომ­ფორ­ტს და გა­ურ­კვევ­ლო­ბას.

თუმ­ცა, სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თავს ახალ­გაზ­რდად თვლის. “60 წლის ასაკ­ში უსა­ზღვროდ ბედ­ნი­ე­რი ვარ, უსა­ზღვროდ ძლი­ე­რი და უსა­ზღვროდ ახალ­გაზ­რდა, რად­გან ვი­ღა­ცას ვჭირ­დე­ბი. როცა ვინ­მეს სჭირ­დე­ბი, ყო­ველ­თვის ახალ­გაზ­რდა ხარ“, – წერს პავ­ლი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

წყარო: https://www.ambebi.ge/article/314071-tbilisshi-momxdari-sashineli-avariis-shemdeg-sosos-e/