The Wall Street Journal: მაშინ, როდესაც უკრაინა კურსკის ოლქში შეიჭრა, უკრაინული ძალები აღმოსავლეთ ფრონტზე პრობლემებს აწყდებიან

კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციამ ვლადიმირ პუტინი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და კიევს ტაქტიკური ინიციატივა მისცა ერთ ზონაში პირველად თითქმის ერთი წლის განმავლობაში, თუმცა საამისოდ მან გადაისროლა თავისი ჯარები და იარაღი ფრონტის ხაზიდან – სახიფათო წამოწყება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს ისედაც ცუდი მდგომარეობა, – წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთში შეიჭრა, უკრაინული ძალები აღმოსავლეთ ფრონტზე პრობლემებს აწყდებიან.

JPG edited with https://ezgif.com/resize

„ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ხალხი, რომ ჩვენი საქმე სათანადოდ შევასრულოთ“, – განუცხადა The Wall Street Journal-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა.

როგორც გაზეთი The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რუსულმა ძალებმა ამ ზაფხულს ტერიტორიები უფრო სწრაფი ტემპით დაიკავეს და ახლა პოკროვსკის ლოგისტიკური ცენტრისკენ გასვლას ცდილობენ, ხოლო პოკროვსკის დაკარგვა გაწყვეტს სასიცოცხლო არტერიას, რომელიც ამარაგებს უკრაინის ჯარებს ჩრდილო-აღმოსავლეთში, მათ შორის ქალაქ ჩასივ-იარში.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ რუსეთმა დაიწყო უკრაინიდან ჯარების გაყვანა კურსკის ოლქში შეჭრის საპასუხოდ. ამავდროულად, უკრაინა ასევე ანაწილებს თავის ჯარებს აღმოსავლეთ ფრონტიდან კურსკში.

აღმოსავლეთში უკრაინელი მეთაურები აცხადებენ, რომ სიტუაცია ზაფხულში კიდევ უფრო მძიმე გახდა, ხოლო კურსკში შეჭრის დაწყების შემდეგ რუსული ჯარების შესუსტების ნიშნები [ჯერ] არ არის. აპრილში აშშ-ის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, საარტილერიო საბრძოლო მასალის რაოდენობა ძალიან დაბალია. მაგრამ ყველაზე დიდი ფაქტორი, როგორც უკრაინელი ოფიცრები ამბობენ, ადამიანური რესურსის ნაკლებობაა.