თურქეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს (video)

პატიმრობაში მყოფი თურქი ოპოზიციონერის ჯან ატალაის საკითხის განხილვა თურქეთის პარლამენტში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, იუწყება თურქული მედია.

„თურქეთის მუშათა პარტიის“ წევრმა აჰმეტ სიკმა პატიმრობაში მყოფი თანაპარტიელი მმართველი პარტიის წევრების თავდასხმებისგან დაიცვა და პატიმრობიდან მისი გათავისუფლება მოითხოვა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, კი ტერორისტები უწოდა. სიკის ამ განცხადებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ჯან ატალაისს 2022 წელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის 2013 წელს სტამბოლში გეზის პარკის საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს.