რუსული მედიის, “რია ნოვოსტის” ცნობით, ოფიციალურმა მინსკმა კურსკის ოლქში უკრაინელების სამხედრო მოქმედებებზე საპასუხო ზომები მიიღო და ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ნაწილები განათავსა.
რუსული პრესა იტყობინება, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ბელარუსი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით უკრაინის მიმართულებით დარტყმები განახორციელონ.
ამასთან, ლუკაშენკო ირწმუნება, რომ უკრაინული თვითმფრინავები ბელორუსის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს მუდმივად არღვევენ.
ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზეუკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს.