დღეს აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ოფიციალურად წარადგენენ პრეზიდენტობის კანდიდატად.
დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობას ჯო ბაიდენი გახსნის. აშშ-ის პრეზიდენტი ყრილობაზე სიტყვით გამოვა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.
ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დაწყების წინ პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრაციაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს პალესტინის დროშები ეჭირათ ხელში და აცხადებდნენ, რომ ახლა პოლიტიკოსებისგან ნაკლები საუბრის და მეტი მოქმედების დროა.