ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ კურსკში უკრაინის შეტევას აიარაღებენ: ტანკები, დრონები და ა.შ. – “უნდა ვიამაყოთ, ჩვენ მივეცით იარაღი, რომელიც ეხმარება უკრაინას”

Sunday Times -ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია ბრი­ტა­ნე­თის ახა­ლი პრე­მი­ე­რის კირ სტარ­მე­რის მთავ­რო­ბის რე­აქ­ცი­ა­ზე უკ­რა­ი­ნის შე­ტე­ვის თა­ო­ბა­ზე რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქში.

სტარ­მერ­მა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯონ ჰი­ლიმ გა­სულ კვი­რას გა­და­წყვი­ტეს არა იმ­დე­ნად შე­ეც­ვა­ლათ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის პო­ლი­ტი­კა, არა­მედ შე­ეც­ვა­ლათ ტონი და ღიად ეღი­ა­რე­ბი­ნათ დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჩარ­თუ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ტე­ვა­ში. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კურსკის ოლ­ქში ბრი­ტა­ნე­თის მი­წო­დე­ბულ Challenger 2 – ის ტი­პის ტან­კებს იყე­ნე­ბენ.

“არა­ვი­თარ უხერ­ხუ­ლო­ბას არ ვგრძნობთ იმის გამო, რომ ბრი­ტა­ნუ­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. არ გვინ­და იყოს რა­ი­მე გა­ურ­კვევ­ლო­ბა ბრი­ტა­ნე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ ამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში. ჩვენ უნდა ვი­ა­მა­ყოთ, რომ ჩვენ მი­ვე­ცით ია­რა­ღი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას თა­ვის დაც­ვა­ში“, – ცი­ტი­რებს გა­ზე­თი წყა­როს ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბი­დან.

ბრი­ტა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ეს და­არ­წმუ­ნებს მო­კავ­ში­რე­ებს, რომ უფრო მე­ტად და­ეხ­მა­რონ უკ­რა­ი­ნას, ხოლო ბრი­ტა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბას – რომ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბრძო­ლის ველ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე.

ტან­კე­ბი არ არის ერ­თა­დერ­თი ბრი­ტა­ნუ­ლი ია­რა­ღი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იყე­ნე­ბენ კურსკის რე­გი­ონ­ში.

The Sunday Times ასე­ვე ახ­სე­ნებს დრო­ნებს, მაგ­რამ არ აკონ­კრე­ტებს მათ ტიპს. ამ დრომ­დე ცნო­ბი­ლი იყო Malloy-ს ტი­პის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს არ არის საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბი, ისი­ნი გან­კუთ­ვნი­ლია ჯა­რე­ბის­თვის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­წო­დე­ბის, ან, მა­გა­ლი­თად, დაჭ­რი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის.

The Sunday Times, ზო­გი­ერ­თი სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას სურს უკ­რა­ი­ნას მის­ცეს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს Storm Shadow-ს ტი­პის რა­კე­ტე­ბი სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სიღ­რმე­ში, მაგ­რამ ამას ხელს უშ­ლის პარტნი­ო­რე­ბის – საფ­რან­გე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ზი­ცია.

ბრი­ტა­ნე­ლი მი­ნის­ტრე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათ მო­კავ­ში­რე­ებს ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ “ეს­კა­ლა­ცი­ის” და არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ.

თა­ვა­დაც მათ არ სჯე­რათ, რომ რუ­სე­თი ატო­მურ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებს, თუნ­დაც ტაქ­ტი­კურს და მოს­კოვ­ში მოს­მე­ნილ რი­ტო­რი­კას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ.

“რუ­სე­ბი გა­მუდ­მე­ბით აფ­რქვე­ვენ ცე­ცხლს და გო­გირდს“, – ცი­ტი­რებს Sunday Times ანო­ნი­მურ ბრი­ტა­ნულ სამ­ხედ­რო წყა­როს.

“შე­მიძ­ლია დაგ­პირ­დეთ, რომ ომის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯიც კი არ გა­დად­გმუ­ლა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ ამას მუდ­მი­ვად ვაკ­ვირ­დე­ბით, რად­გან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ტაქ­ტი­კუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მრა­ვალ ეტაპს მო­ი­ცავს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი, ხდე­ბა ბევ­რი რა­კე­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა“.

გა­ზე­თის წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩი­ნეთ­მა რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბას და­უ­კავ­ში­რა. გარ­და ამი­სა, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა გა­აფრ­თხი­ლეს მოს­კო­ვი, რომ თუ ის ბირ­თვულ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებს, ისი­ნი პირ­და­პირ ჩა­ერ­თვე­ბი­ან ომში და ბრძო­ლის ველ­ზე გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ რუ­სულ ჯარს. – ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2022 წელს თქვა CIA-ს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა დე­ვიდ პეტ­რე­უს­მა.