„ჰამასმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარს ამბობს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, რომელთა განხილვაც დოჰაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
ამასთან, „ჰამასმა“ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოლაპარაკებებში ახალი წინააღმდეგობების შექმნაში დაადანაშაულა.
მანამდე, ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ პესიმისტურად იყო განწყობილი შეთანხმების დადების შანსებთან დაკავშირებით.
„შანსები დიდი არ არის“, – აღნიშნავდა მაშინ ნეთანიაჰუ.
არსებული ცნობით, „ჰამასი” უკმაყოფილოა ისრაელის განზრახვით, ღაზას სექტორის რამდენიმე პუნქტში სამხედრო წარმომადგენლობა ჰქონდეს.