ლუკაშენკო: “უკრაინა უკვე დენაციფიცირებულია: უნდა გამოვფხიზლდეთ და მივხვდეთ, ვოლოდია ზელენსკი, რომელიც დღეს კიევის ბუნკერში ზის, ხვალ სად იჯდება”

„უკრაინა უკვე დენაციფიცირებული“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ტელეარხ Rossiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„უნდა გამოვფხიზლდეთ და მივხვდეთ, ვოლოდია ზელენსკი, რომელიც დღეს კიევის ბუნკერში ზის, ხვალ სად იჯდება. იქ „ნაციკები“ აღარ არიან. უკრაინა დენაციფიცირებული. მაგრამ დარჩენილი რამდენიმე „ნაციკი“, მაგრამ ისინი ტრენდულები აღარ არიან“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, მნიშვნელოვანია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და მოლაპარაკების დაწყება.

„მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.