რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში ჩავიდა. ვლადიმირ პუტინს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ არაფორმალურ გარემოში უმასპინძლეს. ოფიციალური შეხვედრა კი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დღეს გაიმართება.
კრემლის ინფორმაციით, სახელმწიფო მეთაურები სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტების ხელმოწერას გეგმავენ. შეხვედრაზე რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებს, ასევე, მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ თემებს განიხილავენ.