რუსეთში აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, აზერბაიჯანს ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი აქვს

აზერბაიჯანს ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი აქვს. ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა ფოლად ბულბულოღლიმ განაცხადა.

„ბრიქსი“ 2006 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა დააფუძნეს, 2011 წელს კი ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკა შეუერთდა.

2024 წლის პირველ იანვარს „ბრიქსის“ სრულუფლებიანი წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. წელს ასოციაციას რუსეთი თავმჯდომარეობს.