თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა.

სეისმოლოგების განმარტებით, მიწისძვრის ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო.