ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და ხალხს, ვისაც ეუბნებოდი, პარტიაში ოლიგარქები არიანო, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი – წითლიძე დეკანოიძეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალური ქსელით ხატია დეკანოიძეს მიმართავს და მოუწოდებს ზუგდიდში ჩავიდეს და ხალხს მოუყვეს როგორ იტყუებოდა.

„ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს, ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი – პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, „ქოცებს“ შეეკრნენო, „ენმ“-ში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი.

პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია, შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან. თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ მაგის ხათრით და გარანტიით მოხვედი. მიშას თუ ახსენებ ხშირად, ნუ გგონია, ჩვენს ამომრჩეველს არ ახსოვს, რაც იკადრე“, – წერს ანა წითლიძე.