ალენ დელონს თავის ძაღლებთან დამარხავენ – მისივე ნებით

არაერთი თაობისთვის, მათ შორის, საქართველოში, ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ალენ დელონი, რომელიც 18 აგვისტოს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, თავის ძაღლებთან ერთად დაიმარხება.

როგორც გამოცემა BFMTV იუწყება, მსახიობს “დაკრძალავენ” თავისი კარ-მიდამოს ტერიტორიაზე, სადაც იგი ნახევარი საუკუნე ცხოვრობდა და სადაც 35 ძაღლია დამარხული. დელონი ამ ძაღლებს უვლიდა თავისი სიცოცხლის მანძილზე.

შედგება სამგლოვიარო ცერემონიალიც, იქვე არსებულ სამრეკლოში.

მასმედიის ცნობით, ასეთი იყო თავად ალენ დელონის ნება, გადმოცემული ანდერძში.

ასეთია “პოსტმოდერნისტული” გამოთაყვანება ადამიანისა, რომლისგანაც “თვით” ალენ დელონიც არ აღმოჩნდა დაცული.