აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან საბრძოლო მოქმედებების დინამიკა განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან რუსტემ უმეროვთან, რომლის დროსაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დინამიკა განიხილა. ინფორმაციას ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

„თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან რუსტემ უმეროვთან, განიხილა საბრძოლო მოქმედებების დინამიკა, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უმეროვმა, თავის მხრივ, ოსტინს რუსეთის მიერ განხორციელებულ შეტევების შესახებ უამბო. მხარეებმა ასევე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრა განიხილეს.