“აჭარათაიმსის” ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ბელარუსი ტურისტი, სავარაუდოდ, გააუპატიურა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოცემა წერს, რომ შემთხვევა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მოხდა. მათივე ცნობით, ბრადებული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელია.
დამატებითი დეტალები უცნობია.
აჭარათაიმსი