FBI-მ დაასკვნა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმის უკან ირანი დგას

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სხვა სადაზვერვო სააგენტოებთან ერთად დაასკვნა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმის უკან ირანი დგას.

„ჩვენ დავაფიქსირეთ ირანის მზარდი აგრესიული აქტივობა ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, რომელიც კონკრეტულად მოიცავს გავლენის ოპერაციებს, რომლის სამიზნე ამერიკის საზოგადოება და საპრეზიდენტო კამპანიების წინააღმდეგ კიბეროპერაციებია. ეს მოიცავს აქტივობებს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის კომპრომეტირების მიზნით“, – ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთი აქტივობა მიზნად ისახავს აშშ-ის საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას.

„ჩვენ არ შევეგუებით უცხოურ ძალისხმევას გავლენა მოახდინოს ან ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში”, – ნათქვამია განცხადებაში.