ოლაფ შოლცი – გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება

გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო და რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომელსაც „დიდ შვიდეულთან” ერთად ვიწყებთ”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „არაკორექტული და მანიპულაციური” იყო.