“200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლის”

“2024 წელს საქართველოდან 200-ზე მეტი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის” – წერს რუსული მედია “ТАСС”  საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების განცხადებაზე დაყრდნობით.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტები რუსეთში უფასოდ სწავლას სექტემბრიდან დაიწყებენ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტუდენტებმა უკვე მიიღეს რუსეთის საგარეო და შს სამინისტროებიდან შესაბამისი დოკუმენტაცია.