აშშ: კაცი, რომელიც ბანკიდან 1 ცენტის გამოტანას ცდილობდა, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს (უცხოეთი)

ფლორიდაში კაცი, რომელიც ბანკიდან ერთი ცენტის გამოტანას ცდილობდა, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

მაიკლ ფლემინგი ბანკში შევიდა და თანამშრომელს ერთი ცენტის გამოტანის ფურცელი მიაწოდა.  როდესაც მოლარემ აუხსნა, რომ ერთ ცენტს ვერ გაიტანდა, კაცმა გააპროტესტა. ბანკის თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

კაცი დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, მათ საფუძველი ჰქონდათ მამაკაცის დასაკავებლად, რადგან ყაჩაღობის კანონი დაარღვია.

პატიმრობაში მყოფ კაცს თავისუფლების სანაცვლოდ 5000 დოლარის გადახდა მოუწევს.