“ერთიანობის” გამარჯვება პირდაპირ ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან და მეტ ამერიკულ ინვესტიციას – ვაშაძე

“ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც გვქონდა კონგრესთან, სენატორებთან, ბიზნეს წრეებთან” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმ,ა გიორგი ვაშაძემ ჩიკაგოში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ერთიანობის გამარჯვება პირდაპირ ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, მეტ ამერიკულ ინვესტიციასა და მეტ სამუშაო ადგილს.

„ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც გვქონდა კონგრესთან, სენატორებთან, ბიზნეს წრეებთან.

უფრო მეტიც, ჩვენი ერთიანობის, ხუთი ნომრის გამარჯვება პირდაპირ ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, მეტ ამერიკულ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს ჩვენს, რომელსაც შემოვიყვანთ საქართველოში და ძლიერ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორის აშშ-სთან ერთად.

მიმდინარე კვირაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორ სენატორებთან იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს და აშშ-ს მჭიდრო კავშირების აღდგენა” – განაცხადა ვაშაძემ.