მარია ზახაროვა – ლატვიის მიერ უკრაინისთვის დრონების გაგზავნა უკრაინის კონფლიქტში რიგის ჩართულობას ადასტურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას შეფასებით, ლატვიის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლატვია უკრაინას კიდევ 500 დრონს გადასცემს, უკრაინის კონფლიქტში რიგის მზარდი ჩართულობის დადასტურებაა.

„ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის სიტყვებს განვიხილავთ, როგორც დადასტურებას უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ამ ქვეყნის მზარდი ჩართულობის შესახებ. ოფიციალური რიგა განზრახ ასხამს ცეცხლზე ნავთს და პროვოცირებს სამხედრო ოპერაციების გეოგრაფიის გაფართოებას, ისე რომ არ მალავს თავის ღვარძლიანობას, რომ ლატვიურ იარაღს ვლადიმერ ზელენსკის რეჟიმი იყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად და რუსული ქალაქების დასაბომბად“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსული მხარის პასუხი კიევის მიმართ რიგის ქმედებებთან დაკავშირებით უკვე უკიდურესად მტკივნეულ გავლენას ახდენს ლატვიის ეკონომიკაზე.

„რაც შეეხება ჩვენს საპასუხო ნაბიჯებს, ის უკვე უკიდურესად მტკივნეულ გავლენას ახდენს ლატვიის ეკონომიკაზე. გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ჩართული კონკრეტული პირები აუცილებლად დაისჯებიან დამსახურებული სასჯელით – ვატარებთ შესაბამის საგამოძიებო ზომებს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ლატვია უკრაინას კიდევ 500 ლატვიური წარმოების საბრძოლო დრონს გადასცემს.