მოსკოვის მერის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა.

სერგეი სობიანინი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა მოწინააღმდეგის ათივე დრონის ჩამოგდება მოსკოვის ოლქის სამხრეთით, პოდოლსკში მოახერხეს და ამას „თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა“ უწოდა. მისივე თქმით, ინციდენტს ნგრევა ან მსხვერპლი არ გამოუწვევია.

„ჩვენ ვაგრძელებთ ვითარების კონტროლს“, – წერს სობიანინი.