მორიგი რეისი რუსეთისკენ – Georgian Airways-ის თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს.
„ტოლმაჩოვის აეროპორტის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, Georgian Airways ფრენებს 28 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს შესრულდება. ბილეთების ფასი ჯერ არ სახელდება.
ცნობისთვის, ამჟამად საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი რეისები სრულდება მოსკოვიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარადან, სოჭიდან, ეკატერინბურგიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან.
წყარო: https://mtavari.tv/