ნიკა გვარამიამ ანტითურქული განცხადება გააკეთა

პარტია „ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, კოალიცია „ცვლილებებისთვის” ზუგდიდის ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ანტითურქული განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, სამეგრელო არის ადგილი, რომელიც არასდროს წასულა არც რუსეთისკენ და არც თურქეთისკენ.

„ეს არის ადგილი, რომელიც, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში და ხდება ბევრი, ხდება ხშირად, ხდება სამწუხაროდ – არასდროს, არც ერთი მილიმეტრით, არც ერთი ნაბიჯით, არ გადასულა ერთიანი საქართველოს მაგისტრალიდან და არასდროს წასულა არც რუსეთისკენ, არც თურქეთისკენ, თურქეთს ვგულისხმობ ისლამურ თურქეთს”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.